კახეთი კვლავ “მწვანე ზონაა” – კორონავირუსი არცერთ საეჭვო პაციენტს არ დაუდასტურდა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 55 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, ნიმუშები როგორც ცხელების ცენტრებიდან და საკარანტინე სივრცეებიდან, ასევე, მედპერსონალის ტესტირებიდან აიღეს.

“28 აპრილის მონაცემებით, ავიღეთ სულ 55 ნიმუში, აქედან 35 საკარანტინე და ცხელების ცენტრებიდან და 20 ნიმუში მედპერსონალისგან. კახეთი ეპიდსიტუაციას კვლავ ინარჩუნებს”, – განაცახადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 11 საკარანტინე ლოკაციაზე 611 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 7 პირი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 168 და გარდაიცვალა 6 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5153 პირი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 549 პირი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები