სამეგრელო-ზემო სვანეთში 38 ანალიზის პასუხი უარყოფითია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 55 ბიოლოგიური მასალიდან 38 ანალიზის პასუხი უარყოფითია, 19-ის პასუხი კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ინფორმაციას მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეს – აქ ამ დროისთვის 92 პირია მოთავსებული.
რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 189 პირი თვითიზოლაციაში რჩება, ხოლო ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 872 პირს მოეხსნა.
29 აპრილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნის – საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესის დარღვევისათვის ერთი პირი დაჯარიმდა.