მედია: მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ახალი თანამდებობა შესთავაზეს
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს წევრობა შესთავაზეს.
ამის შესახებ РБК-Украина წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილმა პრეზიდენტის ოფისში შეხვედრა გამართა.
“მთავრობაში დანიშვნასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების ფონზე, რეფორმების ეროვნულ საბჭოში სააკაშვილის შესვლის ვარიანტი განიხილება”, – წერს გამოცემა.
22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერობა შესთავაზა. უმაღლეს რადას გადაწყვეტილებისთვის მხარი 24 აპრილს უნდა დაეჭირა, თუმცა კენჭისყრა არ გამართულა.
28 აპრილს კი უკრაინულ მედიაში წყაროზე დაყრდნობით დაიწერა, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა სააკაშვილის დანიშვნის ინიციატივა საკანონდებლო ორგანოდან გაიწვიეს.