ლანჩხუთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე აგრარულ ბაზარში მიმდინარე თერმოსკრინინგის პროცესს გაეცნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე სავაჭრო ცენტრ „იმერეთში” იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ადგილზე დაათვალიერეს აგრარული ბაზარი, სადაც თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და ყველა რეკომენდაცია დაცულია.
“სისტემატურად კონტროლდება ის რეკომენდაციები, რასაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. დაცულია დისტანცია და ტარდება თერმოსკრინინგი. მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად შეამოწმებენ ბაზრის მუშაობას”, – განაცხადა, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
შეგახსენებთ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრების მუშაობა დაშვებულ იქნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები