თამთა მეგრელიშვილი “რესპუბლიკელებზე”: ისევ გამოავლინეს თავი, საკუთარი ღირებულებები, მიგნებები, როგორ ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ანტისახელმწიფოებრივად
„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”… და, აი, ისევ გამოავლინეს თავიანთი თავი, საკუთარი ღირებულებები, მიგნებები როგორ ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ანტისახელმწიფოებრივად”, – ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ეს ამ გუნდის ბუნებრივი მდგომარეობაა.
„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”… და, აი, ისევ გამოავლინეს თავიანთი თავი, საკუთარი ღირებულებები, მიგნებები, როგორ ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ანტისახელმწიფოებრივად!
ეს ამ გუნდის ბუნებრივი მდგომარეობაა. აბა, სხვაგვარად როგორ ან რით შეიძლება, აიხსნას ქართული სახელმწიფოს, მისი ფასეულობების, კულტურის, ისტორიისა და მეზობელ სახელმწიფოებთან მშვიდობიანი ურთიერთობების ტრადიციით თამაში.
ამ ფონზე ლოგიკურია მათი რეიტინგი.
„პლინტუს” ქვემოთ ჩამოვიდა. „პლინტუს” ქვემოთ კიდევ რაღაცაა, ისინი კიდევ უფრო ქვემოთ, ალბათ, ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიემართებიან”, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.