უცხოური მედია: სააკაშვილი პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა, თუმცა ადგილობრივი მერი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მიშას ენერგიის კონცენტრაცია მედიისთვის საცირკო სანახაობების მოწყობაზე მოუწია

“მიხეილ სააკაშვილი პოროშენკომ ოდესის რეგიონის გუბერნატორად დანიშნა, თუმცა ადგილობრივი მერი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მიშას ენერგიის კონცენტრაცია მედიისთვის საცირკო სანახაობების მოწყობაზე მოუწია”, – ამის შესახებ საუბარია The National Interest-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში –  ,,სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება“.

სტატიის თანახმად, სააკაშვილის სახელი დიდს მაინც არაფერს ნიშნავს, როდესაც საქმე ხალხის აყოლიებასა და წესების შესრულებაზე მიდგება.

,,მისმა ყოფილმა ჯგუფელმა და შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ის ოდესის რეგიონის გუბერნატორად დანიშნა და ამ თანამდებობაზე 2015-2016 წლებში მსახურობდა. სააკაშვილის დაპირება მოიცავდა ქალაქის რეზონანსული საპორტო სისტემის გაწმენდას, თუმცა ადგილობრივი მერი,  გენადი ტრუჰანოვი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მიშას თავისი ენერგიის კონცენტრაცია მედიისთვის საცირკო სანახაობების მოწყობაზე მოუწია, ვიდრე –  სისტემური რეფორმების განხორციელებაზე. უკრაინაში მიშას ყველა ნაბიჯს შეიძლება, კამერა მიჰყვებოდეს და აშუქებდეს, მაგრამ სანამ ის კარგ კადრს ქმნის ტყავის ქურთუკში და უკრაინულ ენაზე საუბრით, მისი სახელი დიდს მაინც არაფერს ნიშნავს, როდესაც საქმე ხალხის აყოლიებასა და წესების შესრულებაზე მიდგება“, – ნათქვამია The National Interest-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები