საკარანტინე სივრცეების მოწყობით სასტუმროებმა დასაქმებულთა შენარჩუნება შეძლეს

საკარანტინე სივრცეების მოწყობით სასტუმროებმა დასაქმებულთა შენარჩუნება შეძლეს.

“კვირას” ინფორმაციით, საკარანტინე ზონები 83 სასტუმროში მოეწყო, შედეგად, დასაქმებულია სასტუმროების 2482 თანამშრომელი.

„კრიზისის დაფიქსირების პირველივე დღეებიდან ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსა და ტურიზმის ადმინისტრაციასთან. შესაძლებლობა, რომელიც სახელმწიფოსგან მივიღეთ, ძალიან დროული იყო სასტუმრო სექტორისთვის და, შედეგად, ჩვენ შევინარჩუნეთ თანამშრომლები.

ჩვენ  სამ ნაწილად გავყავით თანამშრომლები, მაგალითად, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, ასევე, მარტოხელა დედები – პირველ ყოვლისა, მათ ვთხოვეთ, დარჩენილიყვნენ სახლში და ისინი შეინარჩუნებდნენ ხელფასს. მეორე შემთხვევაში, ჩვენ ვიფიქრეთ იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც შეეძლოთ დისტანციური მუშაობა, მათ სახლებში მოვუწყვეთ საოფისე სივრცე და მათც შევუნარჩუნეთ ხელფასები და მესამე შემთხვევაში საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების მომსახურებისთვის ჩვენივე თანამშრომლებს სამუშაოდ შევუქმენით ჯანსაღი გარემო. დღეს ყველა თანამშრომელს აქვს ანაზღაურება.“ -აცხადებს სასტუმრო „კრონ პალას თბილისის“ გენერალური მენეჯერი, მაია მახათაძე.

საქართველოს მასშტაბით სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში ამ ეტაპზე 4889 ადამიანი იმყოფება.

10 მარტიდან დღემდე საკარანტინო სივრცეებში სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი 15 600-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები