გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
გურიის რეგიონის სამივე შესასვლელთან დროებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სამართალდამცავები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ატარებენ.
“გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა, ამ დროის მონაცემებით, არ ფიქსირდება. რეგიონი “მწვანე“ სტატუსს ინარჩუნებს. თერმოსკრინინგის ფარგლებში, მოწმდებიან რეგიონში შემომსვლელი მოქალაქეები და აღნიშნული პროცესი ხვალაც გაგრძელდება“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ.