“ჩვენ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები ვართ და მინიმუმ უხერხულობას ქმნის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს სამივე ინსტანციის მხრიდან გასამართლებულ ადამიანს აძლევ კონკრეტულ თანამდებობას”
“ჩვენ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები ვართ და მინიმუმ უხერხულობას ქმნის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს სამივე ინსტანციის მხრიდან გასამართლებულ ადამიანს აძლევ კონკრეტულ თანამდებობას”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნას.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები ვართ და მინიმუმ უხერხულობას ქმნის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს სამივე ინსტანციის მხრიდან გასამართლებულ ადამიანს აძლევ კონკრეტულ თანამდებობას. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა კომუნიკაცია მის კოლეგასთან, ოფიციალური წერილიც იქნა გაგზავნილი და გამოქვეყნებული, ასევე, პრემიერსა და პრეზიდენტსაც ექნება კომუნიკაცია და ვნახოთ. ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. გვახსოვს, თუ რა შედეგით დასრულდა პოროშენკოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება სააკაშვილთან მიმართებით, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა კახა კალაძემ.