კახა კალაძე: მაქსიმალურად ვეხმარებით ყველა იმ ოჯახსა და იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა ამ რთულ ვითარებაში

“ამ რთულ ვითარებაში გამგეობები სრული დატვირთვით მუშაობდნენ და ახლაც აგრძელებენ მუშაობას, მაქსიმალურად ვეხმარებით ყველა იმ ოჯახსა და იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერმა რიგით მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

“რა თქმა უნდა, დახმარებები გაგრძელდება. ეს ჩვენ არასოდეს შეგვიჩერებია. ამ რთულ ვითარებაში გამგეობები სრული შემადგენლობით, სრული დატვირთვით მუშაობდნენ და ახლაც აგრძელებენ მუშაობას, მაქსიმალურად ვეხმარებით ყველა იმ ოჯახსა და იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და გაუჭირდა ამ რთულ ვითარებაში. მინდა, ბიზნეს სექტორს ჩართულობისთვის, დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო.

მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო რიგით მოქალაქეებს, რომლებიც შედიან საკუთარი ოჯახისთვის პროდუქტების საყიდლად და ისინი, ასევე, ყიდულობენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტს იმ ადამიანებისთვის, ვისაც თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები