მარინა ეზუგბაია: პიკს ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით, იმედია, რომ შემოდგომამდე, გარკვეულწილად, თავდაცულები ვიქნებით

“პიკს ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით, იმედია, რომ შემოდგომამდე, გარკვეულწილად, თავდაცულები ვიქნებით”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„როცა შიდა გავრცელება დაიწყო, იქედან მეშვიდე, მერვე კვირა უნდა გადავთვალოთ. თუ არ ვცდები, დაახლოებით, აპრილის პირველი კვირის ბოლოს გამოცხადდა შიდა გავრცელება და გადავთვალოთ 7-8 კვირა. პიკს ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით, იმედია, რომ შემოდგომამდე, გარკვეულწილად, თავდაცულები ვიქნებით, მაგრამ ვნახოთ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ, როგორ დავითვლით ჩვენც“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები