რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, ELSEVIER-თან ერთად, ვებინარების სერიას იწყებს

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მსოფლიოს წამყვან საგამომცემლო სახლთან, ,,ელსევიერთან’’ ერთად, იწყებს ვებინარების სერიას “ელსევიერის” სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებით.

როგორც “კვირას” ფონდიდან აცნობეს, ვებინარები მიმდინარე წლის 27 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით გაიმართება და მოიცავს სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ თემატიკას, მათ შორის, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდისგან დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს.

ვებინარებში მონაწილეობის მისაღებად BrightTalk-ის პლატფორმა გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები