თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა
ჩაიკეტება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი და საავადმყოფო – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით დაახლოებით 4 ბლოკპოსტი მოეწყობა და ყველა ზომა იქნება მიღებული დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
„ 24 საათის მანძილზე თეთრიწყაროში სრულად დადასტურებილია 19 ფაქტი , ბოლო მონაცემებით 17 იყო ამ კვლევის შედეგი. ამათგან თეთრიწყაროს ცენტრში მაცხოვრებლებიდან არის კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა. სწორედ ამიტომ იძულებული გავხდით მიგვეღო ზომები და დავიწყეთ ჩაკეტვა, დაახლოებით 4 ბლოკპოსტი მოეწყობა. თვითიზოლაციით და კარანტინით მივიღებთ ყველა ზომას რომ დაავადების გავრცელება თავიდან ავიცილოთ .
აქვე გეტყვით,რომ სოფელ გოლთეთში,წინწყაროში,ჯორჯიაშვილში ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა და ამიტომ ამ სოფლებში ამოქმედდება მკაცრი კარანტინის რეჟიმი ასევე ჩაიკეტება თეთრიწყაროს საავადმყოფო,
სასწრაფო დახმარების ბრიგადების მობილიზება კი კოდა-მანგლისიდან მოხდება.“ განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა
ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა.