ბოლნისში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა- ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს.
“ახალი შემთხვევები სოფელ ხატისოფელს და სავანეთში დადასტურებული შემთხვევების კლასტერია, შესაბამისად, ამ პირების ინფიცირების წყარო ცნობილია.
164 პირიდან 5 მათგანს დაუდასტურდა კორონავირუსი. 132 პირის შემთხვევაში ტესტის პასუხი უარყოფითია. 37 ანალიზის პასუხს კვლავ ველოდებით”,-განაცხადეს ბოლნისის მერიაში.
ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები