დიმიტრი ხუნდაძე: რუხის კლინიკა არის უნიკალური და მძლავრი
ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონების მასშტაბით არსებული ჰოსპიტალების სექტორის მონიტორინგს, ვამოწმებთ მის მზაობას – ამის შესახებ, – რუხის კლინიკაში ვიზიტისას, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდონარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის განმარტებით, კლინიკის ფუნქცუიონირება მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ის საოკუპაციო ზოლზე ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.
“დღეს ვიმყოფებით რუხის კლინიკაში, ეს კლინიკა არის უნიკალური პროექტით დაპროექტებული, სიმძავრე საკმაოდ მნიშვნელოვანი. დღეს სრული დატვირთვით არ მუშაობს, მაგრამ შეუძლია 78 პაციენტის მიღება. აღჭურვილია, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. აღჭურვილობა, რა თქმა უნდა, არის ნორმის ფარგლებში. ამ კლინიკას, გარდა იმისა, რომ ის საოკუპაციო ზოლს აქეთ მოემსახურება მოქალაქეებს, ის მოემსახურება საოკუპაციო ზოლს იქეთ მყოფ მოსახლეობასაც. ამ ეტაპზე 8 პაციენტი გადის კლინიკაში მკურნალობას, ინდივიდუალური დაცვის მარაგები მათ აქვთ, ტექნიკაც საკმაოდ მძლავრია, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ამ კლინიკის რესურსები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული. დღეს კლინიკას რა დატვირვაც აქვს, რესურსი კიდევ უფრო მეტი აქვს”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რუხის კლინიკაში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ, პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია, ზუგდიდის მაჟირიტარი დეპურატი ედიშერ თოლორაია, ზუგდიდის მერი, გეგა შენგელია და სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 24-დან 20 ანალიზის პასუხი უარყოფითია, 4 ანალიზის პასუხს კი ელოდებიან.
რაც შეეხება, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, ამ დროითვის – 78 პირია მოთავსებული, გარდა ამისა ფოთის ტირ პარკში – 17 მძღოლი იმყოფება.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 189 – პირი რჩება თვითიზოლაციაში, ხოლო თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა – 855 მოქალაქეს მოეხსნა.
26 აპრილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმებულ იქნა – 7 პირი.