ბათუმში მოხალისეებმა მიუსაფარი ცხოველები გამოკვებეს (ფოტოები)

ბათუმში მოხალისეებმა მიუსაფარი ცხოველები გამოკვებეს. ცხოველებისთვის საკვები შეაგროვეს და სხვადასხვა ტერიტორიაზე გაანაწილეს. მოხალისეებისთვის მსგავსი აქცია პირველი არ ყოფილა, თუმცა როგორც თავად ამბობენ, პანდემიის დროს ოთხფეხა მეგობრების გამოკვება აუცილებლობას წარმოადგენს.
,,ძალიან რთულია ასეთ მდგომარეობაში საკვები თავად მოიძიონ და თავი გადაირჩინონ. ჩვენ თითქმის ყველა ქუჩაზე ვიყავით მიუსაფარ ცხოველებს საკვები და წყალი დავუტოვეთ. თუ არ ვიზრუნებთ მათზე დაიხოცებიან“,-განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ.
აქციაში მოსახლეობაც ჩაერთო, განსაკუთრებით ბავშვებს გაუხარდათ სიკეთის კეთება და თავიანთი დანაზოგი ცხოველების გამოკვებაში დახარჯეს. მათი სურვილია ქალაქში კორონავირუსის დასრულების შემდეგაც აქტივობამ ტრადიციული სახე მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები