გორის მერიამ 3 000 მოსახლის დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოყო

გორის მუნიციპალიტეტში უსახსროდ დარჩენილი ოჯახების პროდუქტით დახმარება გრძელდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 000 მოსახლის დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოყო.
ამ დროისთვის, პროდუქტის განაწილების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. 50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტებში ბუღულეული, რძის ნაწარმი, ტკბილეული, კარტოფილი და ჰიგიენის ნივთებია.
სასურსათო პაკეტები მერის წარმომადგენლებს დანიშნულების ადგილამდე მიაქვთ გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში. აღნიშნული კატეგორიის ოჯახებმა დახმარებისათვის მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები