ამირან სალუქვაძე: რამხელა მავნებლობა და ბოროტებაა, როცა გამოჯანმრთელებულთა რიცხოვნობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ
“რამხელა მავნებლობა და ბოროტებაა, როცა გამოჯანმრთელებულთა რიცხოვნობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ”,- ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“რამხელა მავნებლობა და ბოროტებაა, როცა გამოჯანმრთელებულთა რიცხოვნობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. გიღირთ არჩევნები და პოლიტიკა ამდენ მავნებლობად? ე.ი. დაავადებულებს მალავენ და გამოჯანმრთელებულთა ჯანმრთელობა საეჭვოა?
რომელი ქვეყანაც მალავდა ან ყურადღებას არ აქცევდა, ხომ იცით რაც დაემართათ? ორი თვე არ დასჭირვებია რუსეთს, იტალიას, სხვებს. რუსეთს მას შემდეგ მოუწია გასაჯაროება და გამჭვირვალეობის ილუზიის შექმნა, როცა საავადმყოფოები გაევსოთ. პნევმონიები როგორ უნდა დამალო?
ყველა ტესტს რომ ცდომილება აქვს, სიახლეა? ეს ცდომილებები სადღაც გამიჩნდება. 98% იმას ნიშნავს, რომ 100-დან 2-ჯერ შეცდება. ის პოლიტიკოსები (ხმამაღლა დაწერილია), რომლებიც სასწრაფოდ შეზღუდვების მიხსნას ითხოვენ, ერთი ადამიანის სიცოცხლეზე მაინც აგებთ პასუხს? მეორეჯერ ვწერ: კორუფციის ან მძიმე დანაშაულების გამოჭ გასამართლებული პოლიტიკოსის ადგილი პოლიტიკაში არაა. ან საერთაშორისო სასამართლოებში უნდა გაიმართლო თავი, რომ უკანონოდ გაგასამართლეს, ან პოლიტიკიდან უნდა წახვიდე. სადმე გინახავთ მსგავსი? პლაგიატის გამო მიდიან პოლიტიკიდან და ჩვენთან ორ-ორი მძიმე განაჩენი არ ჰყოფნით. მოიხადე სასჯელი, დაუბრუნდი საზოგადოებას. ხელს არავინ გახლებს და სიტყვას ვერავინ გეტყვის. პირიქით, ხელსაც ჩამოგართმევ (პანდემიის შემდეგ) და გამარჯობასაც გეტყვი, მაგრამ პოლიტიკისკენ და საჯაროობისკენ ნუ იქაჩები.
მიკროფონებით მივარდნები გრძელდება. თავდაცვის სამინისტროზე “შეუტიეს”, თითქოსდა დაინფიცირებულების დამალვის გამო. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზე ხომ არ მუშაობთ? იცით რას ნიშნავს საბრძოლო მზადყოფნა და მისი რომელი შემადგენელია საიდუმლო? თუ არ იცით, იკითხეთ.
თუ თავდაცვის უწყებისგან რაიმე ინფორმაცია გსურთ, ორი გზაა, მიმართოთ პრესცენტრს, ან მიწეროთ წერილი. რომც დამალონ დაინფიცირებულები, თქვენი საქმე არაა. მსგავსი ინფორმაციების მოსაპოვებლად სპეცსამსახურები ფულს ხარჯავენ. თქვენ ცდილობთ უფასოდ შეუსრულოთ.
ჯერ ერთი, არ მალავენ. მეორე, თუ იქნებიან დავირუსებულები, უწყება გადაწყვეტს გაასაჯაროვოს თუ არა”,- წერს სალუქვაძე.