მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
“ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი წევს, ერთი ახალი პაციენტი გუშინ შემოგვემატა, ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა“,- ამის შესახებ “კვირას” თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა კლინიკა გუშინ დატოვა.
„ჩვენთან 46 პაციენტი წევს, აქედან 45 არის დადასტურებული შემთხვევა. გუშინ შემოგვემატა ახალი პაციენტი გახლავთ, ბოლნისის წყაროდან. ჩაუტარდა რადიოლოგიური გამოკვლევა და გაფართოებული კვლევები, შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის პნევმონია, საშუალო სიმძიმის პაციენტია. გუშინ გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი. სხვა პაციენტებზე მონიტორინგი მიმდინარეობს, ვნახოთ რა შედეგები გვექნება.
17 პაციენტი მძიმე პნევმონიით რჩება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. გვყავს ცხრა მოზარდი, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.