მარინა ეზუგბაია: გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. როგორც მან განაცხადა, დადასტურებული ახალი 25 შემთხვევიდან მათ კლინიკაში ოთხი პაციენტია მოთავსებული.
„გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც დიდია, ჯამში 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 132 გამოჯანმრთელებული გყვავს. ამ ეტაპზე 323 პაციენტი მკურნალობს კლინიკაში. გუშინდელი დღე იყო ისეთი, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით. ეს 25 დადასტურებული ახალი შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება. დინამიკაში დავაკვირდებით ყველაფერს.
ახალი პაციენტებიდან ორი მოზარდია. შვიდი მოზარდი გყავდა და კიდევ ორი დაგვემატა და ცხრა გვყავს. ამათი მდგომარეობაც არ არის მძიმე. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა ერთ-ერთთან პნევმონია არ არის, მეორესთან არის, მაგრამ საშუალო სიმძიმისაა. დინამიკაში დავაკვირდებით.კრიტიკული პაციენტები ჯერ არ მყავს, მყავს 17 მძიმე პნევმონიით პაციენტი, დანარჩენი საშუალო და მსუბუქი პნევმონიით ან პნევმონიის გარეშე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.