„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ „კოვიდ-19-ის” ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ „კოვიდ-19-ის” ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში ამჟამად 54 პაციენტი იმყოფება. ასევე, აღნიშნა, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.
„გუშინ 30 კვლევა ჩატარდა. 30-დან 26 პასუხი უარყოფითია და ოთხის კვლევა გრძელდება, ჯერ დასრულებული არ არის. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში.
ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტები არ გვყავს. ბოლო ოთხი დღეა, ჩვენს კლინიკაში „კოვიდ“ დადებითი არცერთი პაციენტი ყოფილა. ოთხის პასუხი დღეს იქნება. ახალი პაციენტებს ტესტების აღებაც დაიწყება. ღამით ხუთი პირი შემოიყვანეს“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.