ზუგდიდში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა და ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა ნაცნობმა მამაკაცმა მიაყენა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები