თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი: სტამბოლი თურქული “უხანია”

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ კორონავირუსთან დაკავშირებით სტამბოლში შექმნილი ვითარება ჩინეთის ქალაქ უხანს შეადარა, სადაც ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა.

ამის შესახებ თურქული მედია წერს.

მინისტრის განცხადებით, სტამბოლში ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.

თუმცა, ქოჯას თქმით, თურქეთი პრობლემას გადალახავს, რადგან ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგმება.

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსს 115 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, 2491 გარდაცვლილია; ასევე, ინფიცირების 3116 ახალი შემთხვევა დადასტურდა და, ჯამურად, 101 790 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები