აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი ქობულეთის კლასტერიდანაა. ის ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იზოლაციაში იმყოფებოდა. აღნიშნული პირი მხოლოდ ერთ ოჯახთან იყო კონტაქტური, რომელიც ასევე შიდა იზოლაციაში რჩება.

,,გუშინ აღებული 180 ნიმუშიდან კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იგი ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. მას მხოლოდ ერთი კონტაქტური ოჯახი ჰყავს. ის შემხებლობაში სხვასთან არ იმყოფებოდა. ამჟამად, გადაჰყავთ კლინიკა “მედალფაში“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსზე სულ 38 პირი მკურნალობს, აქედან 35 ქობულეთის კლასტერიდანაა. გამოჯანმრთელებულია ერთი პაციენტი, რომელი კლინიკიდან დღეს გაეწერება. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, კრიტიკული რჩება მხოლოდ ერთის, 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები