ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა და ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა ნაცნობმა მამაკაცმა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო,
პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ორჟონიას განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.
“პაციენტს ჭრილობა გულმკერდის, მუცლისა და კისრის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. მას ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული”, – განაცხადა სულხან ორჟონიამ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.