მაღალმთიან აჭარაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა მოეწყო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ შუახევის მერთან ერთად მუნიციპალიტეტში სამინისტროს ქვეპროგრამის – ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე, საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო.
მაღალმთიანი აჭარის ფერმერთა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნული სარგავი და საჩითილე მასალა გარანტირებულად უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მასალის მიღებას. ფერმრებსა და აგრომეწარმეებს შეეძლებათ სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილების შეძენა.
აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში ჩაითესა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული, რომელთა საერთო რაოდენობა აღწევს 350000 ცალს. მოყვანილი ჩითილები, შუახევის, ხულოსა და ქედის ფერმერებს დაურიგდებათ. მაისის ბოლომდე საჩითილე მეურნეობაში წარმოებული იქნება მილიონზე მეტი მზა ჩითილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები