აშშ-ის საელჩო: წიგნის საერთაშორისო დღეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემას მოუთმენლად ველოდით
“წიგნის საერთაშორისო დღეს მოუთმენლად ველოდით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემას”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს.
„როგორც კი ბიბლიოთეკის კარი კვლავ გაიღება, პირადად მივაწვდით მათ ამ წიგნებს: ტარა ვესტოვერის Educated: ავტობიოგრაფიული წიგნი (2018), დელია ოუენსის Where the Crawdads Sing (2018) და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის პირველი გამოცემის ასი წლისთავის აღსანიშნავად This Side of Paradise (1920).
ამასობაში, აუცილებლად იხილეთ ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი ონლაინრესურსები მათ ვებგვერდზე: nplg.gov.ge“, – წერია „ფეისბუქში“, საელჩოს გვერდზე.
ცნობისთვის, დღეს წიგნის საერთაშორისო დღეა.