ბრიტანეთის ელჩი: საქართველო და ინგლისი წმინდა გიორგისთან განსაკუთრებულ კავშირს იზიარებენ

საქართველო და ინგლისი იზიარებენ განსაკუთრებულ კავშირს წმინდა გიორგისთან, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი „ტვიტერში“ წერს.

მან სოციალურ ქსელში გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ფრესკის ფოტო გამოაქვეყნა.

„საქართველო და ინგლისი იზიარებენ განსაკუთრებულ კავშირს წმინდა გიორგისთან. წმინდა გიორგის დღეს, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ფრესკა საქართველოს გელათის მონასტრიდან“, – დაწერა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქენზი სმითმა.

ინგლისში 23 აპრილს წმინდა გიორგის დღეს აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები