მადრიდში დღესასწაულების აღნიშვნა ნოემბრამდე გადაიდო
მადრიდის მერიის გადაწყვეტილებით, ყველა დღესასწაული, რომელიც ქალაქში ოქტომბრის ჩათვლით უნდა აღენიშნათ, გადაიდო. ასევე, მათ ჩასატარებლად გაფორმებული კონტრაქტები გაუქმდა.
ამის შესახებ ესპანეთის დედაქალაქის ვიცემერმა, ბეგონია ვილიასისმა განაცხადა.
მისი თქმით, დაზოგილი 4,5 მლნ ევრო სოციალურ დახმარებას მოხმარდება.
“არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია და როგორი იქნება “დეესკალაცია”, ხალხმრავალი ღონისძიებები კი ინფიცირების პოტენციურ წყაროს წარმოადგენენ. ქალაქში დღესასწაულები დაბრუნდება, მაგრამ არა – უახლოეს თვეებში”, – თქვა ვილიასისმა.
გაუქმებულ დღესასწაულებს შორის არის სან-ისიდო, რომელიც ქალაქის მფარველის პატივსაცემად მაისში აღინიშნება.
ესპანეთში კორონავირუსის 213 დადასტურებული შემთხვევაა, 22 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.