სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1523-მდე გაიზარდა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 1523 ინფიცირებულია, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.
რესპუბლიკაში სულ 659 გამოჯანმრთელებული და 24 გარდაცვლილია.
ასევე, აღინიშნება, რომ პნევმონია ინფიცირებულთაგან 230 პაციენტს აღენიშნება, 10-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 5 ადამიანია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.