რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 62 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 62 773 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ახალი შემთხვევების უმრავლესობა მოსკოვშია – 1959, მოსკოვის ოლქში – 688, სანქტ-პეტერბურგში – 19 და მურმანსკის ოლქში -97.

ასევე, გასულ 24 საათში ვირუსს 42 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 555 გარდაცვლილია.

ვირუსის დამარცხება  4 891 პირმა შეძლო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები