ლევან რატიანი: ექიმებმა რაც დავინახეთ, ნეტავ, არ გვენახა, ღმერთმა საავადმყოფოში ამ დაავადების გართულებით ნუ მოგახვედროთ

“ექიმების მთავარი მოთხოვნაა – უნდა დაცილდეთ ფიზიკურად ერთმანეთს, რომ მომავალ წელს გაზაფხული ვნახოთ, მხოლოდ ეს გადაგვარჩენს“, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი აცხადებს.

ლევან რატიანი კორონავირუსის პანდემიის ფონზე სოციალური დისტანცირების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

“ექიმების მთავარი მოთხოვნაა – უნდა დავცილდეთ ფიზიკურად ერთმანეთს, რომ მომავალ წელს გაზაფხული ვნახოთ, მხოლოდ ეს გადაგვარჩენს. რატომ გავბრაზდით? როცა თქვენთვის ვმუშაობთ, თქვენც უნდა მიიღოთ საზოგადოებამ, რომ დარჩეთ სახლში.
ჩემი, როგორც ექიმის პრეროგატივაა, ყველას ვუთხრა: ღმერთმა საავადმყოფოში ამ დაავადების გართულებით ნუ მოგახვედროთ. ძალიან ცუდი წარმოსადგენია რაც აქ ხდება. ჩვენ, ექიმებმა რაც დავინახეთ, ნეტავ, არ გვენახა! ესაა მომენტი, როცა ადამიანი იხრჩობა და შველას გთხოვს. ეს არ ხდება ეტაპობრივად. ეს ხდება წამებსა და წუთებში.

ყველაზე დიდი წყევლაა “უნდინას წყევლა”, რაც ნიშნავს, რომ თავის ტვინი ითიშება და სუნთქვის უკმარისობით კვდებიან ადამიანები. ზუსტად „უნდინას წყევლის” სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს ეს დაავადება და ნუ გამოიწვევს ჩვენი მოსახლეობა მას, დავრჩეთ სახლში და არ გადავდოთ ერთმანეთს, რომ არ მოვკვდეთ”, – განაცხადა რატიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები