მარინა ეზუგბაია: ჩვენი მონაცემებით, რაც გვაქვს ქვეყანაში, ჩანს, რომ ჩვენი ქმედებები აბსოლუტურად ნორმალური და ადეკვატურია
“ხელისუფლების ქმედებები, ანუ აღკვეთის ღონისძიებების გატარება, არის შედეგების მაჩვენებელი, ჩვენ ქვეყანაში კვლავ გვაქვს კორონავირუსის ზომიერი, კონტროლირებადი მატება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დინამიკური პროცესი ყველაფრის მაჩვენებელია.
“ჩვენი მონაცემებით, რაც გვაქვს ქვეყანაში, ჩანს, რომ ჩვენი ქმედებები აბსოლუტურად ნორმალური და ადეკვატურია და კარგია. ხელისუფლების ქმედებები, ანუ აღკვეთის ღონისძიებების გატარება, არის შედეგების მაჩვენებელი, ჩვენ ქვეყანაში კვლავ გვაქვს ზომიერი, კონტროლირებადი მატება. ანუ ეს ნიშნავს, რომ, გარკვეულწილად, ეს აღკვეთის ღონისძიებები და რეგულაციები, რაც შემოღებულია, ალბათ, საკმარისია, კიდევ უფრო გამკაცრება, ვფიქრობ, გაართულებს სიტუაციას. ამ ეტაპზე, შედეგების მიხედით თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურია, ადეკვატურია, დაველოდოთ დინამიკურ პროცესებს და შემდეგ ვისაუბროთ, რამდენად იქნება საჭირო კიდევ გამკაცრება, მოხსნა იქნება, თუ როგორ იქნება. დინამიური პროცესია ყველაფრის მაჩვენებელი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.