ამირან გამყრელიძე: დღეს ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა, 24 საათში 695 კვლევა ჩატარდა, ხვალიდან 5 ლაბორატორია ემატება

“მინდა გაუწყოთ, რომ PCR ტესტირება ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება. დღეს ჩვენ ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა – 24 საათში, 5 ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალიდან უკვე ემატება ხუთი ლაბორატორია, აქედან სამი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში იქნება.

“მინდა გაუწყოთ, რომ PCR ტესტირება ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება. დღეს ჩვენ ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა. 24 საათში, 5 ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა, აქედან 92% “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” სამ ლაბორატორიაზე მოდის: ლუგარის ლაბორატორია, ბათუმისა და ქუთაისის. ხვალიდან უკვე ემატება ხუთი ლაბორატორია, აქედან სამი თბილისში და ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში. ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება PCR ტექნოლოგიით მოსახლეობის ტესტირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები