გიორგი ვოლსკი: თუ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა არჩევანს სიკვდილ-სიცოცხლეს შორის დააყენებს, ჩვენ სიცოცხლეს ავირჩევთ და შეზღუდვებს დავაწესებთ ისევე, როგორც ადრე გვქონდა

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

მისი თქმით, თუ მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არჩევანი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის დადგება, რა თქმა უნდა, არჩევანი სიცოცხლეზე გაკეთდება.

„სამწუხაროდ, ჩვენთან ნებისმიერი თემა პოლიტიკურ სიბრტყეზე განიხილება. იმ საკითხებზე ბჭობენ, რაც საარჩევნო სისტემას შეეხება და იმაზე, როგორ მოხდება ეს საგანგებო მდგომარეობის დროს. საგანგებო მდგომარეობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ცხოვრებაზე და არც ჩვენს პოზიციაზე. გვინდა, რომ საარჩევნო თემატიკა ივნისში განვიხილოთ და ივლისში დავამთავროთ. ვისაც საღი აზრი აქვს, უნდა გაათვითცნობიეროს, ისეთ ვითარებას ველოდებით, რომ საარჩევნო ცვლილებებზე საუბარი გაცილებით უკეთესი იქნება.

თუ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა არჩევანს სიკვდილ-სიცოცხლეს შორის დააყენებს, რა საკვირველია, ჩვენ სიცოცხლეს ავირჩევთ და შეზღუდვებს დავაწესებთ ისევე, როგორც შეზღუდვები ადრე გვქონდა. ყველანაირი პროგნოზით, იმედია,ეს პროცესი აქამდე არ მივა. პირიქით, ორშაბათიდან ნელ-ნელა დაიწყება ვითარებიდან გამოსვლის გეგმის განხორციელება. ჩვენ ვგეგმავთ მხოლოდ ერთი პრინციპის საფუძველზე, ეს არის მეცნიერების მიერ მოწოდებული მოსაზრებები და მსოფლიოში არსებული ვითარების ღრმა ანალიზი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები