“ჩვენ ომი მოვიგეთ და გავწყვიტეთ მთავარი ჯაჭვი”- ლენტეხში თვითიზოლაციაში არცერთი ადამიანი იმყოფება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში დღეიდან თვითიზოლაციაში არცერთი ადამიანი იმყოფება -ამის შესახებ ლენტეხის საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა ლამზირა ბენდელიანმა “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განაცხადა.  მისივე განმარტებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული  ხუთივე პიროვნება,  ამ დრომდე, თბილისის სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობს. ხუთივე ერთი ოჯახის წევრია.

ლამზირა ბენდელიანის განცხადებით,  წუხელ, ლენტეხის ე.წ ცხელების ცენტრში ლაბორატორიული კვლევებიდან სამი პიროვნების პასუხი მოვიდა და არცერთ მათგანს GOVID-19  არ დაუდასტურდა. ამ სამი პიროვნებიდან 2 ლენტეხის, ხოლო ერთი  ცაგერის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია.

“ჩვენ ომი მოვიგეთ და გავწყვიტეთ მთავარი ჯაჭვი, დღეიდან  თვითიზოლაციაში აღარავინ იმყოფება, ეს პირველ რიგში მთავრობის მიერ მიღებული გამკაცრებული ზომების და ჩვენი მოსახლეობის თვითშეგნების დამსახურებაა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლენტეხის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, გოგი ონიანს კოორდინირებული და მიზანმიმართული შრომისათვის. ასევე, მადლობა სოფელ მელეს თითოეულ მაცხოვრებელს“,- ამბობს ეპიდემიოლოგი.

ამ ეტაპისთვის, ლენტეხის ე.წ ცხელების ცენტრში მხოლოდ ერთი ადამიანია მოთავსებული, რომელსაც დღეს სახლში გაწერენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები