ბანკების ზარალი 1 მილიარდ ლარს მიუახლოვდა
იანვარ-მარტში საბანკო სექტორის წმინდა ზარალმა 943 მილიონი ლარი შეადგინა. სპეციალისტები ზარალს COVID 19-ის პანდემიითა და მასთან დაკავშირებული გაურკვევლობით ხსნიან.
ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვეში ბანკებმა 1.2 მილიარდის შემოსავალი მიიღეს. მარტში კომერციული ბანკების შემოსავალი 405.9 მლნ ლარი იყო, იანვარში – 96 მილიონი, ხოლო თებერვალში – 100 მილიონი.