უკრაინის პრემიერი: ე.წ. ნიღბის რეჟიმი ქვეყანაში მინიმუმ ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი მიიჩნევს, რომ ე.წ. ნიღბის რეჟიმი, ქვეყენაში მინიმუმ ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

მისი თქმით, უკრაინელებს ახალ პირობებში მოუწევთ ცხოვრება.

“ნიღბის რეჟიმი” უნდა დავიცვათ, დეზინფექციის გარკვეული წესებს მივყვეთ, სოციალური დისტანცია შევინარჩუნოთ, ტრანსპორტში, საზოგადოებრივ ადგილებში, მაღაზიებში და სხვა ადგილებში ქცევის წესი შევცვალოთ. ანუ, მთელი რიგი ზომაა, რომლებთანაც ცხოვრება ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვისწავლოთ ისევე, როგორც ყოველდღიურად ვიხეხავთ კბილებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, სულ მცირე, მომდევნო ორი წლის განმავლობაში”, – განაცხადა შმიგალმა.

22 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში 6592 ინფიცირებულია, 174 გარდაიცვალა, 424 კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები