ყინწვისის მონასტერში სავარაუდოდ, სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ვნების კვირას მომხდარი დაპირისპირება ყინწვისის მამათა მონასტერში, სავარაუდოდ ერთ-ერთი სასულიერო პირის დაჭრით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, სავარაუდოდ, ამავე ეპარქიაში შემავალ ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურს, მამა საბას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულ ინფორმაციას “რეგიონულ კვირას” რუისის – უბრნისის ეპარქიაში არ უდასტურებენ.
„არაფერი მოხდა. მოგონილია. მამა საბა ჯანმრთელია და კარგად არის. ადგილი არც დაჭრას ჰქონია და არც – იარაღის გამოყენებას. ეს ყველაფერი არის მოგონილი და წმინდაწყლის ტყუილი”, – განაცხადა მამა გაბრიელმა .
შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, საქმის გამოძიება სსკ 236 მუხლით დაიწყო.