კახეთი კვლავ “მწვანე ზონაა” – კორონავირუსზე 30 ახალი ნიმუში უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 30 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
“კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია, კოვიდ 19-ის არცერთი  ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, გუშინ გაგზავნილი 30 ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს  დაუდასტურდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება ყოველდღიურად მიმდინარეობს როგორც ცხელების ცენტრებიდან, ისე – საკარანტინე სივრცეებიდან.
კახეთის რეგიონის მასშტაბით, 10 საკარანტინო ლოკაციაზე 609 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 15 ადამიანი რჩება. კახეთში ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა  ფიქსირდება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 411 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 98 პაციენტი და გარდაიცვალა 5 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობას 579 მოქალაქე გადის და კარანტინის რეჟიმში 5160 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები