საქართველოში კორონავირუსისგან მე-5 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსისგან მე-5 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ stopcov.ge-ს გვერდზე განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 411 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 97 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5015 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573.