მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია

“კორონავირუსით დაინფიცირებული სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყარო და სვანეთის წყარო”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“გუშინ დილას ამ პერიოდისთვის გვქონდა 408 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას, ჯერჯერობით, დაგვემატა მხოლოდ სამი. გვაქვს 411 დადასტურებული შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყაროებიდან და სვანეთის წყარო”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები