საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებაზე პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება
პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების საკითხს დღეს საგანგებო სხდომაზე უყრიან კენჭს.
საგანგებო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას გუშინ მოაწერა ხელი. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრეზიდენტს მთავრობამ მიმართა.
პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის ხელმოწერების გამო, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და ძალადაკარგულად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ საკანონმდებლო ორგანო სიითი უმრავლესობით არ დაამტიცებს.
ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერს.