პაატა იმნაძე: საქართველოში არის უკვე პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს

“არ გაგვიჟღერებია აქამდე, – საქართველოში არის უკვე პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის “ღამის კურიერში”.

ჟურბალისტის კითხვაზე, – “ჩვენთან როდის შეიძლება მოხდეს სახლზე მკურნალობა”, – იმნაძემ განაცხადა, რომ უკვე ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს.

“ჩვენთან არის უკვე ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. არ გაგვიჟღერებია აქამდე. საქართველოში არის უკვე პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს”, – აღნიშნა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 97 პაციენტი განკურნებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები