ილია მეორე: აღვავლენთ ლოცვებს რეზო ესაძის უკვდავი სულისათვის

დღეს ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული, რეზო ესაძე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ბატონ, რეზო ესაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

დღეს ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული, ბატონი რეზო ესაძე. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი “,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები