საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება​

“საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება​”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
​მისი თქმით, 27 აპრილიდან სხვადასხვა შეზღუდვა ეტაპობრივად მოიხსნება.

კორონავიურსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში მიმდინარე წლის 21 მარტს ერთი თვის ვადით, 21 აპრილამდე გამოცხადდა, თუმცა 14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე მიმართავდა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები