საჩხერეში ექვს საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ექვსი პაციენტის პასუხები მიიღეს და მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.ცენტრის დირექტორის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის, ახალი პაციეტები არ ჰყავთ. მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.
“ექვსი კვლევა გვქონდა ,ექვსივე უარყოფითია.ახალი ნიმუშები არ გვაქვს,კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი,რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია”,-განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.
შეგახსენებთ, იმერეთის მაშტაბით Covid19- ის დიაგნოზით24პაციენტი მკურნალობს,მათგან არცერთის მდგომარეობა არაა კრიტიკული.