ანაკლია-განმუხურის საკარანტინე ზონაში 36 მოქალაქე რჩება (ვიდეო)

„თვითიზოლაციაში იმყოფება 45 მოქალაქე, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე ზონაში 36 მოქალაქეა განთავსებული. პროცესი მიდის დინამიკურად და იმედისმომცემად“, – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ „რეგიონულ კვირას“ განუცხადა.

“როგორც იცით, ზუგდიდში უკვე გამოჯანმრთელდა ორივე პაციენტი, რომელიც კორონავირუსზე  ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. თვითიზოლაციაში იმყოფება 45 მოქალაქე, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე ზონაში 36 მოქალაქეა განთავსებული. ტენდენცია არის კლების, დღითიდღე უფრო მეტ ადამიანს ეხსნება თვითიზოლაცია და მათი რიცხვი მცირდება, რაც არის მისასალმებელი. ახალი კონტაქტები, საბედნიეროდ, არ გვაქვს. პროცესი მიდის დინამიკურად და იმედისმომცემად”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კოვიდ19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები