გეგა შენგელია: მოსახლეობა სასაფლაოზე გასვლის აკრძალვას გაგებით მოეკიდა (ვიდეო)

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სასაფლაოზე დაწესებული იყო საპოლიციო და თავდაცვის სამინისტროს ძალების მხრიდან კონტროლი. მოქალაქეები ამ შეზღუდვას გაგებით მოეკიდნენ, რაც მისასალმებელია“, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ განუცხადა.
მერის განმარტებით, ქვეყანაში მოქმედი მკაცრი შეზღუდვის პირობებში, მოქალაქეების მხრიდან დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ გვაქვს 190-მდე სასაფლაო. ყველგან დაწესებული იყო, საპოლიციო და თავდაცვის სამინისტროს ძალების მხრიდან კონტროლი. მოქალაქეები ამ შეზღუდვას გაგებით მოეკიდნენ. კვირასა და ორშაბათს სასაფლაოების მიმართულებით მოქალაქეების გადაადგილება იყო შეზღუდული, თუმცა, გადაადგილება მაინც შეინიშებოდა. ყველა პროცესი მიმდინარეობდა შეფერხების გარეშე, პოლიცია მთლიანად აკონტროლებდა სიტუაციას და დღეს გაცილებით ნაკლებმა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი სასაფლაოზე მისვლის, რაც ძალიან მისასალმებელია და ზუგდიდში მცხოვრებ ადამიანებს მინდა მადლობა გადავუხადო, ამ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. უჩვეულო აღგომა გათენდა მთელს ქვეყანაში, თუმცა იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც იყო ხელისუფლების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, მოქალაქეებმა მაქსიმალურად დაიცვეს და მივიღეთ ის შედეგი, რაც არის დღეს”, – განაცხადა გეგა შენგელიამ.

ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სასაფლაოებზე სიტუაციას პოლიციასთან ერთად სამხედროებიც აკონტროლებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები