როგორია და რა მასშტაბებს მიაღწევს სავაჭრო სექტორის ზარალი – Cushman & Wakefield-ის პროგნოზი

საქართველოში დაფიქსირებული COVID19-ის პირველივე შემთხვევა უარყოფითად აისახა სავაჭრო სექტორზე. როგორც Cushman & Wakefield-ის კვლევაშია აღნიშნული, მარტის დასაწყისში გაყიდვები 35%-ით შემცირდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი 80%-ით დაეცა.

არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია სექტორში დროებით ან პერმანენტულად დასაქმებულთა დათხოვნას ელის.

„ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში, სავაჭრო სექტორი უმუშევრობისა და ლიკვიდურობის პრობლემის წინაშე დგას. საუკეთესო შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ივნისში გაუქმდება, სავაჭრო სექტორს მინიმუმ სამთვიანი პაუზა ექნება. შესაბამისად, საეჭვოა, მოვაჭრეებმა დაკისრებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მოვაჭრეებს ბუნდოვანი პასუხი აქვთ აპრილის ხელფასის გაცემასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტები, რომელთაც არ აქვთ ძლიერი ფინანსური რესურსი, ივლისამდე თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები